თეგებით ძიება

10 მწარე სიმართლე მორიელის შესახებ

1. ყველაზე სექსუალურები არიან. ნუ ეცდებით წინააღმდეგობის გაწევას, მაინც ვერ შეძლებთ.

2. ყოველთვის დომინირებენ და ვითარებას აკონტროლებენ. ასე რომ, ნუ მოდუნდებით, დადგება მომენტი და ის თავის ადგილს მიგიჩენთ.

3. ყოველთვის იმარჯვებენ. ისინი საუკეთესო მანიპულატორები და ძლიერი პიროვნებები არიან. ჯობს, მორიელი და თქვენ ერთ მხარეს იყოთ, მაშინ აუცილებლად გამარჯვებული იქნებით.

4. ძალიან ფარულები არიან. თუკი მორიელს თქვენი ურთიერთობის შესახებ „ფეისბუკში“ სტატუსს არ დებს, ეს არ ნიშნავს, რომ ის გატყუებთ ანდა გღალატობთ. უბრალოდ, მას არ სურს, ვინმე მის პირადში ერეოდეს.

5. მორიელს თქვენზე ყველაფრის ცოდნა სურს. იგი ცნობისმოყვარე მკვლევარია. მას ყველაფერი აინტერესებთ და ჯობს, ყველაფერი მოუყვეთ. სხვაგვარად უფრო დაინტერესდება და სიმართლეს თავად შეიტყობს.

6. მორიელებს უყვართ „ბნელი“ საკითხები, აინტერესებთ სიკვდილი, საშინელებები, ზებუნებრივი და ზოგჯერ ოკულტიზმიც. უბრალოდ, მიიღეთ მისი უცნაური გატაცებები და ნუ განსჯით.

7. მორიელები მწარე სარკაზმით არიან ცნობილნი. მათთვის სასაცილო და გასართობმა ამბებმა შესაძლოა, შიში მოგგვაროთ. ამისთვის მორიელებს ნუ განსჯით. უბრალოდ, დააფასეთ დახვეწილი იუმორი, ის ცხოვრებას გაგიადვილებთ.

8. მათთვის სულერთია, რას ფიქრობენ მათზე სხვები. მაგრამ სხვების შეხედულებებს შემდგომისთვის მაინც ითვალისწინებენ.

9. მორიელები საკმაოდ პატიოსნები არიან. თუკი სიმართლის გაგება არ გსურთ, მაშინ მორიელს ნუ შეეკითხებით.

10. მორიელები დაბადებით დამცველები არიან. თუკი ეტყვით, რომ ვიღაცამ დაგჩაგრათ, ჯერ თქვენ მოგეფერებათ, მერე კი იმ სუბიექტს იპოვის და აუცილებლად თავისებურად გაუსწორდება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა