“სტალინიან მატრონას ხატზე, წვერებიან კაცში ამოვიცანი საკუთარი თავი…” – რომან გოცირიძე
პარლამენტარი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს.
„სტალინიან მატრონას ხატზე, რომელშიც ალეგორიული ფორმით არის გადმოცემული ოპოზიციისა და ხელისუფლების დაპირისპირება, ერთ-ერთ ნახატში წვერებიან კაცში ამოვიცანი საკუთარი თავი, წვერები რომ არ ჰქონოდა. ვაპროტესტებ ამ ფაქტს და მოვითხოვ ამ სცენის თავიდან გადახატვას“, – წერს ის.