თეგებით ძიება

რუსული საკრუიზო გემი "ვლადიმირ ჟირინოვსკი" ბათუმში გაჩერდება – მედია

რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქალაქი ბათუმი მშენებარე საკრუიზო გემის, ვლადიმირ ჟირინოვსკის მარშრუტშია.

ბათუმთან ერთად ლაინერის მარშრუტში შედის ქალაქები: სოჭი, ნოვოროსიისკი და სტამბოლი.

ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარის, ლეონიდ სლუცკის თქმით, ლაინერი ასტრახანის სამხრეთ გემთმშენებლობისა და გემების შეკეთების ცენტრის წარმოების ობიექტებზე მოსკოვის მდინარე გადამზიდავი კომპანიის დაკვეთით ახლა შენდება, ოპერატორი იქნება კომპანია Mosturflot. მანამდე მას „პეტრე დიდი“ ერქვა.

გემი აღჭურვილი იქნება საცხოვრებელი კაბინებით, საცურაო აუზებით, ტერასებით და სარესტორნო კომპლექსებით.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც რუსული საკრუიზო გემის მარშრუტში ბათუმი მოხვდა. გასული წლის 27 ივლისს, მოგვიანებით კი 31 ივლისსაც, საქართველოს საპორტო ქალაქში რუსული ლაინერი Astoria Grande გაჩერდა, რომელსაც საპროტესტო აქციებით დახვდნენ. აქციაზე პოლიციამ ჯამში 23 ადამიანი დააკავა - მათ შორის, ერთი უკრაინის მოქალაქეც.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა