კახეთში 12 წლის გოგო ბიძამ გააუპატიურა
სექსუალური ძალადობა კახეთში - არსებული ინფორმაციით, 12 წლის გოგო ბიძამ გააუპატიურა.
ინფორმაციას "ტვ პირველს" ოჯახის ახლობელი უდასტურებს.
გავრცელებული ინფორმაციით 12 წლის გოგო ამ წუთამდე საავადმყოფოში გადის მკურნალობას.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით, არასრულწლოვნის მიმართ წინასწარი შეცნობით გაუპატიურების ფაქტზე მიმდინარეობს.