თეგებით ძიება
20. 01. 2024 მსოფლიო

პაკისტანმა და ირანმა დიპლომატიური ურთიერთობა აღადგინეს

პაკისტანმა და ირანმა დიპლომატიური ურთიერთობა აღადგინეს. ინფორმაცია პაკისტანის პრემიერ მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გაავრცელა.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ ორივე ქვეყანაში ელჩები დაბრუნდებიან და მუშაობას განაახლებენ. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პაკისტანისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

პაკისტანსა და ირანს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც ირანმა პაკისტანის ტერიტორიაზე სარაკეტო დარტყმები მიიტანა. პასუხად, პაკისტანმა ირანის ტერიტორიაზე განახორციელა სარაკეტო თავდასხმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა