თეგებით ძიება

პირის ღრუს სავლების გამოყენება სხვა დანიშნულებითაც შეიძლება

1. ჩაყავით ხსნარში ფეხები 30 წუთის განმავლობაში, ეს ფრჩხილის სოკოს სამკურნალოდ ძალიან ეფექტური საშუალებაა.

2. თუკი ტრავმის ან კანის მცირე დაზიანების შემდეგ კანზე სილურჯეები დაგრჩათ, ბამბის ტამპონი დაასველეთ პირის ღრუს სავლებით და დალურჯებულ ადგილზე დაიფინეთ.

3. თუკი დეზადორი გაგითავდათ, ბამბის ტამპონზე დაასხით სავლები და წაისვით იღლიებში. ის გაანადგურებს ბაქტერიებს და დაგიცავთ უსიამოვნო სუნისგან.

4. აქრობს თამბაქოს და ნივრის სუნს, თანაც არა მხოლოდ პირის ღრუდან, არამედ ხელებიდანაც.

5. პირის ღრუს სავლები შეიძლება აკნეს სამკურნალოდ გამოიყენოთ. წაისვით სითხე პრობლემურ მონაკვეთზე დილით და საღამოს.

6. პირის ღრუს სავლებს ჭრილობის დეზინფიცირება შეუძლია. დაისხით ჭრილობაზე რამდენიმე წვეთი და გადაიხვიეთ.

7. პირის ღრუს სავლები ქერტლის საწინააღმდეგო საშუალებაც არის. შეიზილეთ ის თავის კანში, ცოტა ხნით შეიფუთეთ პირსახოცით და შემდეგ წყლით ჩამოიბანეთ.

8. ეს სითხე საუკეთესოდ წმენდს სარკეს, მინას, ასევე ტელევიზორისა და კომპიუტერული ტექნიკის ეკრანს. უბრალოდ, დაასხით რბილ ნაჭერზე და გასაწმენდ ზედაპირს წაუსვით.

9. დაამატეთ სარეცხ მანქანაში - ეს სითხე ბაქტერიებს არა მარტო პირის ღრუში, არამედ ტანსაცმელზეც სპობს.

10. უნიტაზის დეზინფექციისთვის ცოტაოდენი ეს ხსნარი ჩაასხით. გარდა იმისა, რომ უსიამოვნო სუნს გააქრობს, უნიტაზს ბზინვარებასაც შესძენს.

წყარო : funtime


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა