თეგებით ძიება
20. 01. 2024 მსოფლიო

მგზავრს მთელი ფრენის გატარება ტუალეტში მოუწია - მას ავიაბილეთის თანხას სრულად დაუბრუნებენ

ინდური ავიაკომპანია SpiceJet-ის რეისით მუმბაიიდან ბანგალორში  მიფრინავდა. მგზავრი მთელი ფრენის განმავლობაში, გაუმართავი კარის გამო, თვითმფრინავის ტუალეტში იყო ჩარჩენილი.

The Independent-ის ცნობით, მამაკაცი საპირფარეშოში თვითმფრინავის აფრენიდან მალევე შევიდა. როდესაც აღმოაჩინეს, რომ მგზავრი საპირფარეშოში იყო ჩაკეტილი, ბორტგამცილებელმა კარის გარედან გაღება სცადა, მაგრამ უშედეგოდ.

მგზავრმა ამის გამო მთელი ფრენა ტუალეტში გაატარა. კარის გაღება მხოლოდ დაფრენის შემდეგ მოახერხეს. 

თავის მხრივ, SpiceJet-მა სინანული გამოთქვა მომხდარის გამო და განაცხადა, რომ მგზავრს სრულად დაუბრუნდება ავიაბილეთის ღირებულება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა