თეგებით ძიება

მეწყრული პროცესები ხულოში, მოსახლეობის ნაწილი სოფლებს ტოვებს

ხულოს მუნიციპალიტეტის ორი სოფელი გარესამყაროსაა მოწყვეტილი. გადაუღებელი წვიმისა და უხვი ნალექის გამო, სოფლები გელაძეები და პაქსაძეები შესაძლოა სტიქიის ზონად იქცეს. 

ადგილობრივების ინფორმაციით, მეწყრული პროცესები ორი დღის წინ დაიწყო. დაძრული მიწის მასა უკვე დასახლებულ პუნქტს მიუახლოვდა და მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. მომატებული საფრთხის გამო მათი ნაწილი კარ-მიდამოს საკუთარი ინიციატივით ტოვებს.

"აღნიშნული პრობლემა ორი დღეა უკვე არის. სოფელ გელაძეებს და პაქსაძეებს შორის, საავტომობილო გზაზეა მეწყერი ჩამოსული. ფაქტობრივად გელაძეების საავტომობილო გზა არის ჩაკეტილი, ავტომობილებით გადადგილება ვერ ხდება აქედან გამომდინარე, სოფელ პაქსაძეებსაც საფრთხე შეექმნათ.. მოსახლეობა ითხოვს აღნიშნულ ტერიტორიაზე ზედამხედველობას, ეს იქნება სამაშველო სამსახურები, პოლიცია და აღნიშნული პრობლემის დროულად მოგვარებას" - ამბობს ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ენმ-ს თავმჯდომარის მოადგილე მარად შავაძე

ინფორმაცია და ვიდეომასალა ადგილობრივებმა "მთავარ არხს" მიაწოდეს. ისინი პრობლემის დროულ მოგვარებას და აღნიშნულ ტერიტორიაზე ზედამხედველობას ითხოვენ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა