თეგებით ძიება
20. 01. 2024 მსოფლიო

„ჰამასი“ ისრაელმა შექმნა - ჯოზეფ ბორელი

ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელმა ისრაელი „ჰამასის“ შექმნასა და მის დაფინანსებაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ისრაელმა ეს იმისთვის გააკეთა, რომ პალესტინის სახელმწიფოს შექმნისთვის ხელი შეეშალა. ამის შესახებ Deutche Welle წერს.

მისი თქმით, ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის მოგვარების ერთადერთი საშუალებაა ისრაელის და პალესტინის სახელმწიფოების მშვიდობიანი თანაცხოვრება. ბორელი ამბობს, რომ პროცესის დარეგულირებაში გარე ძალებმა უნდა მიიღონ მონაწილეობა.

როგორც ჯოზეფ ბორელმა ესპანეთის ქალაქ ვალიადოლიდის უნივერსიტეტში განაცხადა,

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ 30 წლის განმავლობაში ისრაელი-პალესტინის კონფლიქტის მოგვარების ბლოკირებას ეწევა.

„მათ თავად შექმნეს „ჰამასი“, რათა პალესტინის ადმინისტრაცია დაესუსტებინათ. ისრაელის მთავრობა „ჰამასს“ აფინანსებდა.  თუ ჩვენ არ ჩავერევით, ძალადობის სპირალი შენარჩუნდება და მომავალ თაობებს გადაეცემა“, - განაცხადა ევროკომისარმა.

რამდენიმე დღის წინ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ  პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნის იდეას ის მხარს არ უჭერს. ამის მიზეზად პრემიერ-მინისტრმა ისრაელის უსაფრთხოების ინტერესები დაასახელა. ამასთანავე, ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ კომპრომისის მოძებნა ჯერ კიდევ შესაძლებელია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა