თეგებით ძიება

"მიშა ტყვეა - ვინც მის ციხეში გადაყვანა-არგადაყვანაზე ღელავს, ერთი კვირით მაინც უნდა გაუშვა ციხეში, კარანტინში" - იაგო ხვიჩია

ჩემი აზ­რით, ხალ­ხი, რო­მე­ლიც მი­შას ცი­ხე­ში გა­დაყ­ვა­ნა­სა და არ გა­დაყ­ვა­ნა­ზე ღე­ლავს, ერთი კვი­რით მა­ინც უნდა გა­უშ­ვა ცი­ხე­ში, კარი და­უ­კე­ტო მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს სად, კა­რან­ტინ­ში მა­ინც უნდა გა­და­იყ­ვა­ნო ერთი ორი კვი­რით და მერე „მიშა კომ­ფორ­ტულ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია და სა­მო­თხე­შია" - სა­უ­ბარს მო­უკ­ლე­ბენ" - ამის შე­სა­ხებ "გირ­ჩის“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა, დე­პუ­ტატ­მა იაგო ხვი­ჩი­ამ სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­პა­ტიმ­რო­ში გა­დაყ­ვა­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ნა­ცხა­და.

ხვი­ჩი­ას თქმით, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლია ტყვეა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა თუ რო­გორ გა­ლი­ა­ში ზის ის.

"ჩემი აზ­რით, ხალ­ხი, რო­მე­ლიც მი­შას ცი­ხე­ში გა­დაყ­ვა­ნა­სა და არ გა­დაყ­ვა­ნა­ზე ღე­ლავს, ერთი კვი­რით მა­ინც უნდა გა­უშ­ვა ცი­ხე­ში, კარი და­უ­კე­ტო მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს სად, კა­რან­ტინ­ში მა­ინც უნდა გა­და­იყ­ვა­ნო ერთი ორი კვი­რით და მერე „მიშა კომ­ფორ­ტულ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია და სა­მო­თხე­შია“ - სა­უ­ბარს მო­უკ­ლე­ბენ. მიშა ტყვე არის, ჩემი აზ­რით, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რო­გორ გა­ლი­ა­ში ზის, ის მა­ინც ტყვეა და არ შე­იძ­ლე­ბა, ტყვეს წა­მო­ა­ძა­ხო, რომ ის კარგ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია და ითხოვ­დე მისი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბას“,- გა­ნა­ცხა­და ხვი­ჩი­ამ.

რაც შე­ე­ხე­ბა შალ­ვა პა­პუ­აშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბას, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მო­ა­პა­რეს და უკ­რა­ი­ნის კონ­ტრდაზ­ვერ­ვამ და­გეგ­მა, ხვი­ჩია მი­იჩ­ნევს, რომ ამის­თვის მეტი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის წარ­მოდ­გე­ნაა სა­ჭი­რო.

"მე არ ვიცი, ვინ შე­მო­იყ­ვა­ნა მიშა, მე მგო­ნი, თა­ვი­სი ინი­ცი­ა­ტი­ვით შე­მო­ვი­და. ასე­თი ადა­მი­ა­ნია ზო­გა­დად და არ დას­ჭირ­დე­ბო­და სხვე­ბის წა­ქე­ზე­ბა. თვი­თო­ნაც იყო ამის მომ­ხერ­ხე­ბე­ლი. მაგ­რამ თუ ვინ­მემ რამე იცის. მეტი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბია სა­ჭი­როა“,- გა­ნა­ცხა­და ხვი­ჩი­ამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა