5 ზოდიაქოს ნიშანი, რომელიც არასდროს გიღალატებს
ქალწული
ქალწულის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები ერთგული მეგობრები არიან, მზად არიან პასუხი აგონ საკუთარ და ახლობელი ადამიანების ქმედებებზე. ქალწული არასოდეს ღალატობს მეგობარს და ამის უუფლებას სხვასაც არ აძლევს.
კირჩხიბი
ფიცხი ხასიათის და ზოგჯერ დაუნდობელი კირჩხიბები ადამიანს ყველაზე მტკივნეულ ადგილზე უტყამენ. მათ ადამიანებთან ურთიერთობა უჭირთ და არც ცდილობენ ვინმესთან დაახლოებას, მაგრამ თუ ვინმეს დაუმეგობრდნენ, მასთან გულწრფელები, გახსნილები და სანდოები არიან.
კირჩხიბი არავის აძლევს თავისი მეგობრებისა და საყვარელი ადამიანების კრიტიკის უფლებას და ასე გრძელდება, სანამ თავად მეგობარი არ უღალატებს. კირჩხიბისთვის მოღალატე ადამიანი ცარიელი ადგილია და სინანულის გარეშე ივიწყებს.
თხის რქა
თხის რქები პირველივე შემხვედრს გულს არასდროს გადაუშლიან. ისინი მეგობრებს ფრთხილად არჩევენ და მათში საკუთარ თვისებებს: ერთგულებას და თავდადებას ეძებენ. მათი გულის მოგება ადვილი არ არის. კირჩხიბის ნდობა რომ დაიმსახუროთ, ბევრი გამოცდის ჩაბარება მოგიწევთ.
კურო
კურო თავისი ბუნებით მომპოვებელია. ის ოჯახში ლიდერია, რომელიც მზად არის, პასუხისმგებლობა აიღოს საყვარელი ადამიანების ქმედებებზე, შეარიგოს დაპირისპირებული ადამიანები და მოაგვაროს მათი პრობლემები.
მიწის ნიშნის წარმომადგენელს გამუდმებით ვიღაც ღალატობს, მაგრამ თავად კუროს ასეთი ნაბიჯის გადადგმა არ შეუძლია. უფრო მეტიც, ის ადამიანების იდეალიზაციისკენ მიდრეკილია და ფიქრობს, რომ თუ ადამიანს მეორე შანსი მიეცა, ის აუცილებლად გამოსწორდება.
კურო ვერ იტანს თვალთმაქცობას და ტყუილს. ის ყოველთვის პირდაპირ ეუბნება ადამიანს რასაც მასზე ფიქრობს. ზოგჯერ ეს ძალიან მტკივნეულია, მაგრამ ზურგს უკან განსჯას და ჭორების გავრცელებას ნამდვილად სჯობია.
ლომი
ლომი ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულები ამაყი ადამიანები არიან, რომლებმაც საკუთარი თავის ფასი იციან. ისინი საყვარელ ადამიანებს, ისევე, როგორც საკუთარ არჩევანს, განსაკუთრებით უფრთხილდებიან. მეგობრებისთვის ისინი ბოლომდე იბრძვიან და სირთულეებს არ უშინდებიან.