მსოფლიოში რესტარტი იწყება, რომელ ზოდიაქოს ნიშნებს შეეხებათ ეს ყველაზე მეტად ?
ასტროლოგმა სოფია ბზეკალავამ პლუტონის მერწყულის ნიშანში გადასვლის შემდგომ ცვლილებებზე ისაუბრა.
„ხვალიდან იწყება პლუტონის მერწყულის ნიშანში გადასვლა. მსოფლიო რესტარტია შეიძლება ითქვას, ნებისმიერი ადამიანი იგრძნობს ამ ცვლილებას. მსოფლიოში გლობალური ცვლილებები გველოდება. აისახება ქვეყნებს შორის ურთიერთობებში, პოლიტიკურ სარბიელზე.
ასევე, რა თქმა უნდა ზოდიაქოს თორმეტივე ნიშნით დაბადებულ ადამიანზე აისახება ეს პერიოდი. ახალ, თავისუფალ ეტაპზე უნდა გადავიდეთ. ყველაზე მეტად ეს პერიოდი შეეხებათ: ვერძს, მორიელს, მერწყულს და თხის რქის ნიშნით დაბადებულ ადამიანებს. ვერძისთვის ეს ყველაფერი 20 წლიან ახალ ციკლს ჩაუყრის საფუძველს“, - ამბობს სოფია ბზეკალავა.