თეგებით ძიება

რა არის ბერგამოტი და რატომ უნდა დალიოთ ბერგამოტის ჩაი ?

ბერგამოტი ლიმონისა და მწარე ფორთოხლის შეჯვარებით მიღებული მარადმწვანე ციტრუსია, რომლის მოშენება იტალიურ ქალაქ ბერგამოში დაიწყეს. აქედან მომდინარეობს მცენარის სახელწოდებაც. თუმცა ბერგამოტის სამშობლო რეალურად სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაა, სადაც პლანტაციების უმრავლესობა დღემდე იტალიელებს ეკუთვნით. ეს მარადმწვანე მცენარე ეთერზეთების მაღალი შეცველობით გამოირჩევა. სწორედ ეთერზეთების დამსახურებაა ბერგამოტის ჩაისა და ბერგამოტის პარფიუმერიული კომპოზიციების საოცარი არომატი. 

მცენარე გვხვდება ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, ამერიკაში, ინდოეთში და, რა თქმა უნდა, ჩინეთში, სადაც მრავალსაუკუნოვანი ტრადიციებით ერთ-ერთ საუკეთესო ჩაის ამზადებენ.

ბერგამოტის სარგებელი

ბერგამოტს შეუძლია სწრაფად და ეფექტურად გამოდევნოს სხეულიდან ტოქსიკური ნივთიერება, მძიმე ლითონი და მომწამვლელი ნივთიერებებიც კი.

რეგულარულად მოხმარების შემთხვევაში, ბერგამოტის ჩაის შეუძლია სისხლში შაქრისა და ქოლესტერინის რაოდენობის შემცირება.

შესანიშნავი პრევენციულ საშუალებაა დიაბეტით დაავადებული და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებისადმი მიდრეკილი ადამიანებისთვის.

შეუძლია მამაკაცის სქესობრივი პოტენციის ამაღლება.

დადებითაც მოქმედებს შარდსასქესო სისტემის მუშაობაზე და აფერხებს პროსტატის ჯირკვლის სხვადასხვა პათოლოგიების განვითარებას.

აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, მეხსიერებას და ყურადღებას. საშუალებას გაძლევთ თავი მხნედ და ენერგიით სავსედ იგრძნოთ.

ბერგამოტის ჩაი

ბერგამოტის ჩაი, გარდა იმისა, რომ სასწაულად გემრიელია, ანთების საწინააღმდეგო და სიცხის დამწევი ეფექტიც აქვს, ამიტომ ექიმები მწვავე რესპირატორული და ვირუსული დაავადებების დროს მიღებას გვირჩევენ. ის ეფექტურია ნებისმიერი პათოლოგიური მდგომარეობის დროს, რომელსაც თან ცხელება და ზოგადი ინტოქსიკაცია ახლავს.

შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ბერგამოტის ჩაი, ასევე ბერგმოტის ეთერზეთის რამდენიმე წვეთი, რომელსაც ნებისმიერ სასმელში გაურევთ და დღეში რამდენჯერმე მიიღებთ.

მალე შენიშნავთ, რომ ტემპერატურა იკლებს და ზოგადი მდგომარეობა საგრძნობლად უმჯობესდება.

წყარო : funtime


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა