თეგებით ძიება

როგორ იტყუებიან ზოდიაქოს ნიშნები ?

ვერძი

ვერძი ერთ-ერთი ყველაზე სამართლიანი ზოდიაქოს ნიშანია. ტყუილსა და ინტრიგების მოწყობას, კონფლიქტზე წასვლა ურჩევნია. ვერძები ძალიან უკიდურეს შემთხვევებში იტყუებიან, მაგრამ მათი ტყუილი, ძირითადად, მალევე ვლინდება.

კურო

კუროები ნიჭიერი მატყუარები არიან. სულ მცირედი ტყუილისთვის მათ შეუძლიათ, ნამდვილი პარალელური სამყარო შექმნან და თავადვე დაიჯერონ მისი არსებობა.

ტყუპები

ეს ზოდიაქოს ორპირი ნიშანია. ისინი ხშირად თამაშობენ და მანიპულირებენ ადამიანების გრძნობებზე, რაშიც მათ უზადო დარწმუნების ნიჭი ეხმარებათ. ტყუპების ტყუილში გამოჭერა ძნელია, ისინი ამ „საქმეში“ თითქმის შეუდარებლები არიან.

კირჩხიბი

კირჩხიბი ტყუილის მოყვარული ზოდიაქოს ნიშანი არ არის, მაგრამ გარკვეულ სიტუაციებში ამ მოკრძალებულ ადამიანებს ურჩევნიათ, პასუხის გაცემას თავი აარიდონ. მათი ტყუილი ადვილად გამოსაცნობია - ისინი წითლდებიან, უხერხულობენ და იბნევიან.

ლომი

ლომები ძალიან დამაჯერებლად ცდილობენ ადამიანების მოტყუებას და, როგორც წესი, ლომების ტყუილს ყოველთვის იჯერებენ. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულები ცდილობენ, წარმოთქმული ტყუილი ხუმრობაში გადაიტანონ. ლომები, პრაქტიკულად, არასდროს იტყუებიან საკუთარი კეთილდღეობის მიზნით. მათთვის ტყუილი უფრო მეტად გართობაა.

ქალწული

ქალწულებს არ უყვართ რეალობის „შელამაზება“. თუკი ამ ნიშნის წარმომადგენელი იტყუება, მიიჩნევს, რომ ეს აუცილებელია. ქალწულების სპონტანური ტყუილი მარტივად გამოაშკარავდება, მაგრამ, თუკი ისინი ტყუილის სათქმელად მოემზადნენ და კარგად მოიფიქრეს, რა და როგორ მოიტყუონ, მათი გამოჭერა რთულია.

სასწორი

ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები პროფესიონალი მატყუარები არიან. იტყუებიან მასშტაბურად, მაგრამ ცდილობენ, მხოლოდ უცხო ადამიანი მოატყუონ, რადგან მათ ახლობლები სიცრუეში ადვილად ამხელენ. მანიპულირებისა და ბლეფის ნიჭის წყალობით, სასწორები შესანიშნავი ადვოკატები, დიპლომატები და აფერისტები გამოდიან.

მორიელი

მორიელებს ტყუილი არ უყვართ და დასახული მიზნის მისაღწევადაც კი არასდროს სარგებლობენ ამ მეთოდით. ამ ნიშნის მქონე ადამიანებს ფანტაზიისა და მანიპულირების შესანიშნავი ნიჭი აქვთ. თუკი მორიელის არ გჯერათ, ის ყველაფერს გააკეთებს საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად.

მშვილდოსანი

მშვილდოსანი უფრო გამომგონებელია, ვიდრე მატყუარა. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულებს არ უყვართ ერთფეროვანი ყოველდღიურობა, ამიტომ ცდილობენ ვითარების გაზვიადებას და გალამაზებას გასაოცარი ისტორიების მოფიქრებით. მშვილდოსნების ტყუილი ხშირად უვნებელია და თან საკუთარი ტყუილის გამოვლინების არ ერიდებათ. ამ შემთხვევაში ცდილობენ ყველაფერი თამაშში გადაიტანონ.

თხის რქა

თხის რქა ყველაზე ხშირად საიდუმლო მიზეზით იტყუება. მათ არ უყვართ გულის გადაშლა და საკუთარ გეგმებზე საუბარი. ამიტომ მომაბეზრებელ შეკითხვებზე პასუხის გასაცემად ისინი არარსებული ფაქტების მოფიქრებას იწყებენ. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულები, საკუთარი კეთილდღეობის მიზნით, მზად არიან შეთხზან ჭორები და ინტრიგები.

მერწყული

მერწყული ინტელექტუალური მატყუარაა. ამიტომ მათი ტყუილში გამოჭერა საკმაოდ რთულია. მაგრამ, თუკი მერწყული ამტკიცებს, რომ სიმართლეს ამბობს, მის სიტყვებს აუცილებლად უნდა დაუჯეროთ.

თევზები

თევზებს ფანტაზია უყვართ. ისინი მზად არიან, შექმნან დეტალებით დატვირთული ფანტასტიკური ისტორია ისე, რომ მსხვერპლი მას აუცილებლად დაუჯერებს. მაგრამ საკმარისია, თუნდაც ერთი შეცდომა დაუშვან, რომ მათ მიერ შექმნილი ზღაპარი აბსოლუტურად არაფრისმთქმელი გახდება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა