თეგებით ძიება

აშშ-ში არქტიკული შტორმის და ყინვების შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 60-ს გადააჭარბა

აშშ-ში არქტიკული შტორმის და ყინვების შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 60-ს გადააჭარბა - ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული ტელეკომპანია „ენ-ბი-სი“ და სხვა ამერიკული მედია საშუალებები ავრცელებენ. 

ძლიერი არქტიკული შტორმის შედეგად შეერთებული შტატების ჩრდილოეთ ნაწილში ტემპერატურა მინუს 40 გრადუსამდე დაეცა. 

დიდთოვლიანობის და მაღალი ყინვების გამო დაღუპულთა რაოდენობა ამ დროისთვის სულ მცირე 61-მდეა გაზრდილი. სტიქიის შედეგად დაზარალებულთა ყველაზე დიდი რაოდენობა ტენესისა და ორეგონის შტატებში დაფიქსირდა.

დიდი თოვლის და ცივი ამინდების გამო არაერთი სკოლაა დახურული. ასევე შეზღუდულია საჰაერო მიმოსვლა.

«Будет как интенсивный снегопад, так и сильный ветер»


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა