თეგებით ძიება

ალექსანდრ ლუკაშენკო შეშის ჩეხვისას დაშავდა

ალექსანდრ ლუკაშენკო შეშის ჩეხვისას დაშავდა. ინფორმაციას ბელარუსული მედიაზე დაყრდნობით tabula.ge  ავრცელებს.

მათივე ინფომაციით, 20 იანვარს ბელარუსის ლიდერი მანქანათმშენებელ ქარხანა Belgee-ს ესტუმრა. ვიზიტისას ლუკაშენკო შესამჩნევად კოჭლობდა, რაც ასე ახსნა:

"შეშას ვჩეხავდი, 80-კილოგრამიანი მორი დამეცა ტერფზე. ვიარე, ვიარე – თითქოს არაფერი. და მერე"... – ამბობს ლუკაშენკო.

ტრავმის გამო ქვეყნის პირველმა პირმა ვერ მიიღო მონაწილეობა მოგილევის ოლქში დაგეგმილ ჰოკეის ამხანაგურ მატჩში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა