თეგებით ძიება

იაპონური ხრიკი - როგორ დავატკბოთ მჟავე მანდარინი 10 წუთში?

დეკემბერი ნარინჯისფერი რთველის სეზონია, როცა ბაზრებისა და მაღაზიების დახლები სურნელოვანი ციტრუსებით ივსება. ძნელია ცდუნებას გაუძლო და სახლში რამდენიმე კილოგრამი გემრიელი მანდარინი არ გაიყოლო, მაგრამ სახლში მისვლის შემდეგ თუ აღმოაჩენ, რომ მანდარინი საშინლად მჟავეა, გადაყრას ნუ იჩქარებთ. ჩვენ გასწავლით იაპონურ ხრიკს, რომელიც ტყემალივით მჟავე მანდარინს თაფლივით დაატკბობს. 

 

აიღეთ ორი ჯამი. ერთი თბილი (დაახლოებით 40 გრადუსი) წყლით გაავსეთ, მეორე კი ცივით.

მანდარინი ჯერ თბილ წყალში მოათავსეთ, 10 წუთის შემდეგ კი ამოიღეთ და მაშინვე ცივ წყალში ჩაუშვით. ტემპერატურის ცვლილებების გამო რბილობში შემავალი მჟავა რღვევას დაიწყებს და მანდარინი დატკბება. ახლა შეგიძლიათ იმდენი მიირთვათ, რამდენიც გსურთ.

სხვათა შორის, ზამთარში მანდარინის ქერქი არ უნდა გადაყაროთ. მათი გამოყენება სანელებლების დასამზადებლად შეიძლება, რომლებსაც მაღაზიაში ვერ იყიდით.

წყარო: ფანთაიმი


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა