"ჰამასი ისრაელის მიერაა შექმნილი და დაფინანსებული" - ჯოზეფ ბორელი
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა, ჯოზეფ ბორელმა ისრაელი „ჰამასის“ შექმნაში დაადანაშაულა. ამის შესახებ მან ესპანეთში, ვალიადოლიდის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ბორელის განმარტებით, „ჰამასი“ ისრაელის მიერაა შექმნილი და დაფინანსებული, რათა „ფათჰი” - პარტიის მიერ მართული პალესტინის ეროვნული ადმინისტრაცია დაესუსტებინა.
ამასთან, ევროპელი მაღალჩინოსანი მიიჩნევს, რომ ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის ერთადერთი მშვიდობიანი გადაწყვეტა პალესტინის სახელმწიფოს შექმნას მოიცავს.