თეგებით ძიება

სიცოცხლის პირველ დღეებში, პირველ თვეებში, პირველ წლებში, სკოლის პერიოდში რაც ტვინში ჩაიბეჭდება, ის ცნობიერებაში მარადიულად რჩება - პედიატრი

პედიატრი, თსსუ პროფესორი ყარამან ფაღავა გადაცემაში "პირადი ექიმი" საუბრობს, როგორ დავეხმაროთ ბავშვს განვითარებაში:

- ბავშვი რომ იბადება, მის წინ მთელი ცხოვრებაა და ჩვენი, მშობლების, საზოგადოების ამოცანაა, რომ მაქსიმალურად განვავითაროთ. მაქსიმალურად მოხდეს მისი თვითრეალიზაცია. ტვინში მილიარდობით ნეირონია. ყოველი ახალი შთაბეჭდილება, ყოველი ახალი სტიმულაცია, ახალი ხედი, საგანი, ყოველი ახალი მოფერება ნეირონებს შორის კავშირების გაღვივებას, განვითარებას გამოიწვევს და ბავშვი უფრო გონიერი ხდება. მისი შემდგომი ქმედება უფრო აქტიური იქნება და გამარჯვებულიც იქნება. ამიტომაც, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ხელი შევუწყოთ. თუ სათანადო ყურადღება არ მიექცა, ჩვეულებრივი ამბავია, ორგანო, რომელიც არ მუშაობს, თანდათანობით კნინდება. იგივე შეიძლება ნეირონებს შორის კავშირებზე ითქვას. არ მინდა, მშობლებმა, საზოგადოებამ დაივიწყოს, რომ ბავშვის განვითარებისთვის პირველი 3 წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია - ამბობს ყარამან ფაღავა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა