თეგებით ძიება

რატომ არასდროს უნდა გარეცხოთ სტუმრად მყოფმა ჭურჭელი და როგორ უნდა მოიქცეთ, თუ თქვენი ჭურჭელი სხვამ გარეცხა?

ზოგჯერ თავაზიანი ადამიანები მასპინძლებს სუფრის გაშლაში და ჭურჭლის რეცხვაში დახმარებას სთავაზობენ. რა თქმა უნდა, დახმარების სურვილი დასაფასებელია, მაგრამ ძველად სჯეროდათ, რომ სახლში სტუმრად მოსულმა ადამიანმა ჭურჭელი არ უნდა გარეცხოს. ბებიების წარმოდგენით, სამზარეულოში ეს საქმე მხოლოდ ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა უნდა გააკეთონ. მათი აზრით, ჭურჭელზე უცხო ადამიანის ენერგია გადადის და შესაძლოა, ოჯახის კეთილდღეობისთვის საზიანო აღმოჩნდეს.უფროსები თვლიდნენ, რომ უცხო ადამიანმა შეიძლება, ჭურჭელზე არა მხოლოდ საკუთარი უარყოფითი ენერგია და ზრახვები გადაიტანოს, არამედ წყალს გაატანოს და "გარეცხოს“ ოჯახის ბედნიერება, ფინანსური სარგებელი და კეთილდღეობა. ამიტომაც, სტუმრად მისულ, შედარებით უცხო ადამიანებს ჭურჭლის გარეცხვის უფლებას არასდროს აძლევდნენ.

ვის შეუძლია თქვენს სახლში, ოჯახის წევრების გარდა, ჭურჭლის გარეცხვა?

დასაქორწინებელ გოგონას - ითვლება, რომ მას ოჯახში ბედნიერება და მატება შემოაქვს

ოჯახის ახლო მეგობრებს - მათ, სავარაუდოდ, თქვენ მიმართ კეთილი განწყობა აქვთ და დადებითი ემოციები შემოაქვთ.

ადამიანებს, რომლებიც დიდი ხის განმავლობაში გენატრებოდათ - ითვლება, რომ ეს ახალ შეხვედრებსა და მოგზაურობებს მოგიტანთ.

ვის არ შეუძლია თქვენს სახლში ჭურჭლის გარეცხვა?

დედამთილს რძლის ოჯახში - წინაპრებს სჯეროდათ, რომ ეს ოჯახში ჩხუბსა და დაპირისპირებას გამოიწვევს

განაგრძეთ კითხვა


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა