თეგებით ძიება

კახეთში სამმა თანასოფლელმა ერთმანეთი დაჭრა

კახეთში სამი ადამიანი დაჭრეს. შემთხვევა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურში მოხდა. ინფორმაციას „მთავარი არხი“ ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, თანასოფლელები ერთად ქეიფობდნენ, რა დროსაც მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება სისხლიან გარჩევაში გადაიზარდა. ცნობილია, რომ გასროლა ერთ-ერთმა მეგობარმა სანადირო თოფიდან განახორციელა. 

დაშავებულები თელავის ორ კლინიკაში მოათავსეს. მათ სხეულის არეში სხვადასხვა დაზიანებები აღენიშნებათ. ექიმის შეფასებით, დაჭრილების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

დაპირისპირების მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა