თეგებით ძიება
22. 01. 2024 მსოფლიო

შვედები გამოყენებულ საახალწლო ნაძვის ხეებს წყალში ყრიან

შვედეთში სტოკჰოლმელმა მეთევზეებმა გამოყენებული საშობაო ნაძვის ხეების წყალსაცავებში ჩაძირვა დაიწყეს, რასაც ტრადიციულად ყოველ წელს აკეთებენ. ამ გზით ისინი თევზების გასამრავლებლად ხელსაყრელ ადგილებს ქმნიან. ინფორმაცაიას „ევროპულსი“ ავრცელებს.

მეთევზეები ნაძვის ხეებს ქვებს აბამენ და სტოკჰოლმის ინდუსტრიულ ზონაში ნავიდან ტბაში აგდებენ. თევზებს უყვართ ნაძვის ტოტებზე ქვირითის დადება, რადგან გაზაფხულზე ბებერი ხის ირგვლივ დიდი რაოდენობით საკვები მიკროორგანიზმი გროვდება, რომლითაც ლიფსიტები იკვებებიან.

მეთევზეები ადგილობრივ მოსახლეობას გამოყენებული საშობაო ნაძვის ხეების შეწირვას 2016 წლიდან ყოველწლიურად სთხოვენ. ისინი ამბობენ, რომ შედეგი ნამდვილად სახეზეა, რადგან ამ ადგილებში თევზის ქვირითობა გაიზარდა.

ინიციატივას შვედეთის სხვა რეგიონებმაც აუბეს მხარი.

აღსანიშნავია, რომ საახალწლო ნაძვის ხეების ჩაძირვის ტრადიცია ფინეთშიც არსებობს. იქ რამდენიმე საუკუნეა, „კლასიკურ“ ტექნოლოგიას იყენებდნენ, რომლის მიხედვითაც, ნაძვის ხეს ყინულის ქვეშ მეტრნახევარი სიღრმით ძირავდნენ. თუმცა ურბანული განვითარების გამო ეს ტრადიცია, დაახლოებით, 50 წლის წინ დავიწყებას მიეცა. ამჟამად მეთევზეები მის აღდგენას ცდილობენ. 2022 წლის დასაწყისიდან მათ ძველი ნაძვის ხეების ჩასაძირად რამდენიმე აქცია გამართეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა