გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა
კახეთში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა - შემთხვევა გამთენიისას გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადაბრუნდა.
შეჯახების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა ავტოსატრანსპორტო საშუალების მგზავრი. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.