თეგებით ძიება

რომელ ვიტამინებსა და მინერალებს შეიცავს თევზის სახეობები

ორაგული (სიომგა) 

ორაგული მრავლად შეიცავს უჯერ ცხიმოვან მჟავებს, რომლებიც ორგანიზმზე პოზიტიურ გავლენას ახდენს. ეს თევზი მდიდარია ფოსფორითა და კალიუმით. მასში ბევრია მაგნიუმი, ქლორი, კალციუმი, რკინა, თუთია, ნიკელი, მოლიბდენი, A, B1, B2, C, E D და PP ვიტამინები. ორაგული განსაკუთრებით რეკომენდებულია ბავშვებისა და მოხუცებისთვის. თუმცა თევზის სისტემატიური მირთმევა ნებისმიერ ასაკში აუცილებელია. კვირაში 1-2ჯერ ორაგულის ჭამის შედეგად გაგიუმჯობესდებათ სისხლის მიმოქცევა და კუჭ-ნაწლავის მოქმედება. იგი ხელს უწყობს ღვიძლის ფუნქციონირებას. ანელებს დაბერების პროცესს და მნიშვნელოვნად უწყობს ხელს გუნება–განწყობის გაუმჯობესებას.

ორაგულის შეძენისას აუცილებელია გარკვიოთ მისი წარმომავლობა და ხარისხი. მაქსიმალური სარგებლის მიღება თუ გსურთ, უნდა მიირთვათ ორაგული, რომელიც ბუნებრივი საკვებით არის გაზრდილი და ტრანსპორტირებისა თუ რეალიზაციის დროს საჭირო სტანდარტები კარგად არის დაცული. სწორედ ეს უზრუნველყოფს ვიტამინების შენარჩუნებას. ბაზარზე სხვადასხვა ქვეყნიდან შემოტანილი ორაგულია ხელმისაწვდომი, თუმცა ყველაზე სასარგებლო ნორვეგიული ორაგულია.

ქაშაყი

თევზის ეს სახეობა განსაკუთრებით მდიდარია B12 ვიტამინით, ასევე დიდი რაოდენობით შეიცავს D ვიტამინსა და ფოსფორს. სხვა ცხიმიანი თევზების მსგავსად, ქაშაყი  ომეგა 3–ის საუკეთესო წყაროა. ქაშაყის მომზადება ბევრნაირად შეიძლება. ქართულ ბაზარზე ხელმისაწვდომია ქაშაყი სხვადასხვა ფორმით, მაგალითად, შეიძლება შეიძინოთ ქაშაყის ფილე პიკანტურად, სხვადასხვა მწვანილითა და სუნელით.

ძალიან პოპულარულია ქაშაყი პრესერვებში. „ოკეანის“ ქაშაყის პრესერვების დამზადება სტერილიზაციისა და პასტერიზაციის გარეშე დაბალ ტემპერატურაზე ხდება, რაც პროდუქტში უზრუნველყოფს ცოცხალი თევზისთვის დამახასიათებელ ყველა სასარგებლო თვისების, მინერალებისა თუ მიკროელემენტების შენარჩუნებას.

კალმახი 

კალმახი ტბების მობინადრე თევზია. ის დაბალკალორიულია და ამავდროულად ძალიან მდიდარია პროტეინებით, რაც მას ორმაგად სასარგებლოს ხდის. კალმახი მაღალი კვებითი ღირებულებებით ხელს უწყობს ადამიანის ძვლოვანი ქსოვილის ფორმირებასა და ნორმალურ ზრდა-განვითარებას. B და D ვიტამინების მაღალ შემცველობასთან ერთად, დიდი რაოდენობით იოდსაც შეიცავს.  მეტი სარგებლის მისაღებად, უმჯობესია გაუყინავი კალმახი მიირთვათ მოხარშულ ბოსტნეულთან ერთად.

ქარსალა (კილკა) 

ქარსალას სასარგებლო თვისებების შესახებ ცოტამ თუ იცის. მის შემადგენლობაში ორგანიზმის სწორად განვითარებისთვის საჭირო ყველა მინერალი, ვიტამინი და მიკროელემენტი შედის.

ქარსალა  შეიცავს: ნატრიუმს, კალიუმს, ფოსფორს, მაგნიუმს, კალცს, რკინას, ვიტამინებს B1 და B2, ასევე D ვიტამინებს. რეკომენდებულია ქარსალას მთლიანად ჭამა, რადგან თითოეული ჩამოთვლილი სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს, როგორც თავად თევზის ხორცი, ისე ხერხემალი, კუდი და კანი. ქარსალას ხშირად შებოლილს მიირთმევენ, თუმცა უმჯობესია მიიღოთ დამარილებული ან ცოცხალი სახით. თევზის ამ სახეობით მრავალფეროვანი კერძები მზადდება და შეგიძლიათ ის ყოველდღიურადაც კი მიირთვათ.

თევზთან ერთად სასურველია, რეგულარულად მიირთვათ ხიზილალაც, რომელიც D ვიტამინის ნამდვილი საბადოა. მნიშვნელოვანია, თევზი მიირთვათ კვირაში ორჯერ, მინიმუმ ერთხელ მაინც. თევზის მომზადების მეთოდები იმდენივეა, რამდენიც თევზის სახეობა. უმჯობესია, თევზი მოხარშოთ, გრილზე შეწვათ ან ღუმელში მოამზადოთ. ეს მომზადების ყველაზე მარტივი ხერხია და ამ შემთხვევაში  მასში სასარგებლო ნივთიერებებიც  ნარჩუნდება.  შემწვარი თევზი კარგია, თუმცა მას ნაკლები სარგებელი მოაქვს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა