თეგებით ძიება
22. 01. 2024 ვიდეო

ვინ არის პირი, რომელმაც კახეთში გუშინ 3 თანასოფლელი დაჭრა? - ახალი დეტალები (ვიდეო)

სოფელ ლაფანყურში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს - პოლიციაა მოწმეებს კითხავს. სამართალდამცველები ცდილობენ, დაადგინონ, რის გამო დაჭრა კაცმა სამი თანასოფელი.

თავდამსხმელი და დაჭრილები ერთმანეთის მეგობრები არიან. სამი ადამიანის თოფით დაჭრილისთვის დაკავებული ახლა დროებითი მოთავსების იზოლატორშია.

დაკავებული, შოტა კაკაური დღეს ქვეყნის დატოვებას დღეს აპირებდა. ადგილობრივების თქმით, ის წლების განმავლობაში ემიგრაციაში იმყოფებოდა და გერმანიიდან ახალი წლის დღეებში ჩამოვიდა. 

რაც შეეხება დაჭრილებს, თელავის რეფერალური საავადმყოფოს დირექტორის განცხადებით, მათ ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდათ და ახლა მდგომარეობა სტაბილურია.

"სასწრაფო ბრიგადის მიერ შემოყვანილია ორი კაცი, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობების გამო. ჩატარდა ქირურგიული ჩარევა ორივე პაციენტთან. ამჟამად პაციენტები გადაყვანილები არიან ქირურგიულ განყოფილებაზე, სტაბილური მდგომარეობაა და მათ სიცოცხლეს რაიმე საფრთხე ნამდვილად არ ემუქრებათ", - ამბობს თელავის რეფერალური საავადმყოფოს დირექტორი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კახეთში, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურში სამი თანასოფლელის დაჭრის ფაქტზე ერთი ადამიანი ცხელ კვალზე დააკავეს.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

ორი ან ორზე მეტი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა