თეგებით ძიება

როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ კნუტს ქუჩიდან ავიყვანთ ?

გამოვკვებოთ და გავათბოთ

ჯანმრთელი, სუფთა კნუტი ქუჩიდან? ეს ძალიან იშვიათობაა. ამიტომ, პირველ რიგში, მოათავსეთ ის იზოლაციაში (განსაკუთრებით იმ დროს, თუ სხვა შინაური ცხოველიც გყავთ), რათა ინფექცია და პარაზიტები სახლში არ გავრცელდეს. მოუწყვეთ მას ყუთი, სადაც დაუგებთ თბილს საფენს.

როცა კნუტი გათბება, შეგიძლიათ გამოკვებოთ. თუ კატის ნაშიერი 1 თვისაც არაა, მისი გამოკვება შეიძლება უცხიმო ხაჭოთი, რბილი ყველით ან ბავშვისთვის განკუთვნილი ფაფით, რომელიც აფთიაქებში იყიდება. არ შეიძლაბა პატარა კნუტს მისცეთ სოსისი ან მსგავსი საკვები, თუმცა, ზრდასრულ კატას ეს არ ავნებს. საკვებთან ერთად კატას/კნუტს აუცილებლად უნდა დაუდგათ წყლით სავსე ჯამი.

თუ სახლში მოიყვანთ რამდენიმე დღის დაბადებულ კნუტს, რომელიც ჯერ ვერ ხედავს ან თვალები ახალი ახელილი აქვს, მისი გამოკვება შპრიცის (არ დაგავიწყდეთ ნემსის მოხსნა) დახმარებით მოგიწევთ, რადგან ჯამში დასხმულ საკვებს ის ვერ შეჭამს. საკვების მიღების შემდეგ, მას მუცელზე მსუბუქი მასაჟი უნდა გაუკეთოთ, ხოლო ამის შემდეგ მარლის ტამპონით გაუწმინდეთ სასქესო ორგანო.

კნუტი, რომელიც 3 კვირაზე მეტისაა, თავისუფლად შეგიძლიათ მიაჩვიოთ ტუალეტს - საკვების მიღების შემდეგ დასვით ის იმ ადგილას, სადაც ტუალეტს მოუწყობთ (მისი ტუალეტი აუცილებლად უნდა შედგებოდეს სპეციალური ქვიშისგან). პირველ დღეებში ის დაყნოსავს ამ ადგილის კუთხეებს და დაიწყებს კნავილს, თუმცა, რამდენიმე დღეში შეეჩვევა.

დეზინფექცია და მკურნალობა

თუ კნუტს ვიზუალური დაზიანება არ აქვს, შეგიძლიათ მისი სხეული სველი ტამპონით გაწმინდოთ. წყალი უნდა იყოს თბილი.

იმ შემთხვევაში თუ დაზიანებას შეამჩნევთ, დაუყოვნებლივ წაიყვანეთ ვეტერინართან, რათა მან დროულად დაუნიშნოს მკურნალობა.

პროფილაქტიკა

სახლში მიყვანიდან ორ კვირიანი კარანტინის შემდეგ, თუ არ გამოვლინდა რაიმე დაავადება, შეიძლაბა კვლავ ესტუმროთ ვეტერინარს. ამ შემთხვევაში - ვაქცინაციის დაწყებისთვის. ექიმი დაგინიშნავთ რწყილების საწინააღმდეგო საშულებებს, გირჩევთ, როგორ მისცეთ კნუტს ჭიის წამალი და როდიდან დაიწყოთ ვაქცინაცია.

კნუტისთვის კარანტინი დამთავრებულია. ამ პერიოდში ის უნდა შეჩვეოდა ტუალეტს, ამიტომ შეგიძლიათ მას მისცეთ თავისუფლება ან ჩააბაროთ ახალ პატრონს.

აუცილებელია, ცხოველს მოექცეთ ნაზად. წარმოდგენაც კი არ გაქვთ, სანამ თქვენამდე მოვიდოდა, რა საშინელება გამოიარა ქუჩაში ცხოვრების პერიოდში. მაშინაც კი, თუ ის სწრაფად ვერ შეეჩვია ტუალეტს, არ გააგდოთ ქუჩაში, მთავარი მოთმინებაა და ის ყველაფერს ისწავლის დროთა განმავლობაში. მოექეცით მას თბილად და ეს ფუმფულა არსებაც უსაზღვრო სიყვარულს გაჩუქებთ მთელი მისი სიცოცხლის განმავლობაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა