თეგებით ძიება
22. 01. 2024 მსოფლიო

დედამიწაზე ახალი ვულკანი გაჩნდა

ვულკანი Reykjanes დედამიწაზე ყველაზე ახალგაზრდა ვულკანი ისლანდიის  სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე რეიკიანესის (Reykjanes) ნახევარკუნძულზე გაჩნდა. ეს ნახევარკუნძული დედაქალაქ რეიკიავიკის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ვულკანური და სეისმური ცხელი წერტილია.

ლავის ბოლო ამოფრქვევა 10 ივლისს, რამდენიმედღიანი სეისმური აქტივობის შემდეგ მოხდა. 4 ივლისიდან მოყოლებული, მეცნიერებმა აღნიშნულ ტერიტორიაზე 7000-ზე მეტი მიწისძვრა დააფიქსირეს. მათგან ყველაზე ძლიერი 4,8 ბალს აღწევდა.

2021 წელს რეიკიანესის ნახევარკუნძულზე ვულკანის ამოფრქვამ 870-წლიანი სიმშვიდის პერიოდი დაასრულა. ამის შემდეგ, ნახევარკუნძულზე ვულკანის ამოფრქვევა ყოველწლიურად, 300-დღიანი ინტერვალით ხდება.

ბოლო ვულკანის ამოფრქვევის შემდეგ ლავას რაოდენობა და სეისმური აქტივობა შემცირდა, თუმცა, მეცნიერები ამბობენ, რომ ახალი ვულკანური ნაპრალები შეიძლება ყოველ წუთს გაჩნდნენ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა