თეგებით ძიება
22. 01. 2024 მსოფლიო

ზელენსკი რადას მრავალმოქალაქეობის შესახებ კანონპროექტს წარუდგენს

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, დღეს, უმაღლეს რადას წარუდგენს კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც,უკრაინაში ორი და მეტი ქვეყნის მოქალაქეობის უფლება დასაშვები გახდება:

 „დღეს უკრაინის უმაღლეს რადას წარვუდგენ საკვანძო კანონპროექტს, რომელიც საშუალებას მისცემს კანონმდებლობაში ყოვლისმომცველი ცვლილებების მიღებას და მრავალმოქალაქეობის ინსტიტუტის შემოღებას. ეს საშუალებას მისცემს ყველა ეთნიკურ უკრაინელს და მათ შთამომავლებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, ჰქონდეთ ჩვენი მოქალაქეობა. რა თქმა უნდა, აგრესორი ქვეყნის მოქალაქეების გარდა“. - განაცხადა ზელენსკიმ

ზელენსკის თქმით, კანონი გავრცელდება ყველა უკრაინელზე მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, ასევე უცხოელ მოხალისეებზე, რომლებიც იცავენ უკრაინის თავისუფლებას, როგორც საკუთარ სამშობლოს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა