"თქვენ არ ისხდებით აქ, ვიდრე ჩვენი შვილები იღუპებიან" - "ჰამასის“ მიერ აყვანილი მძევლების ნათესავები ქნესეთში შეიჭრნენ (ვიდეო)
„ჰამასის“ მიერ აყვანილი მძევლების ნათესავები ქნესეთში შეიჭრნენ. ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს ინფორმაციას.
როგორც Times of Israel-ი წერს, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ფინანსთა კომიტეტის სხდომის მიმდინარეობა შეაფერხეს და პარლამენტის წევრებს მძევლების გათავისუფლებისთვის მეტი მოქმედებისკენ მოუწოდეს.
„თქვენ არ ისხდებით აქ, ვიდრე ჩვენი შვილები იღუპებიან, – აცხადებენ ისინი.
შეგახსენებთ, „ჰამასის“ ტყვეობაში ამ დრომდე რჩება 7 ოქტომბერს მძევლად აყვანილი დაახლოებით 120 ადამიანი. მათი ჯანმრთელობისა და ადგილმდებარეობის შესახებ არაფერია ცნობილი.
משפחות החטופים פרצו לדיון ועדת הכספים ופוצצו אותו. משמר הכנסת מתחננים שייצאו ולא מעזים לפנות בכוח pic.twitter.com/RY3nZUL4zP — שחר גליק Shahar Glick (@glick_sh) January 22, 2024