ადამიანის ჯანმრთელობისთვის სიცივე უფრო საშიშია თუ სიცხე?
ამ კითხვაზე მეცნიერებს ერთი კონკრეტული პასუხი აქვთ - ადამიანისთვის ექსტრემალურ სიცივეში ყოფნა უფრო სახიფათოა, რადგან ის 17-ჯერ უფრო ხშირად კლავს, ვიდრე ექსტრემალური სიცხე და აი, რატომ:
და მაინც, როგორ კლავს ადამიანს ჰიპოთერმია?
როცა ადამიანის სხეულის ტემპერატურა 36 გრადუსამდე ეცემა, მხრისა და კისრის კუნთები ძლიერ იკუმშება. დაახლოებით, 45 წუთის შემდეგ, სხეულის ტემპერატურა 35 გრადუსამდე ჩამოდის.
კუნთების ბუნებრივი რეაქციის შედეგად, რომლებიც სწრაფი შეკუმშვისა და გაფართოების ხარჯზე ორგანიზმს სითბოს აწვდის, სხეული ძლიერ კანკალს იწყებს.
35 გრადუსის ქვემოთ სხეულის მეტაბოლიზმის დონე 3-5%-ით იკლებს;
34 გრადუსის ქვემოთ ადამიანი გონებას კარგავს - ვერ ხვდება, სადაა და რას აკეთებს;
33 გრადუსის ქვემოთ დგება აპათია;
32 გრადუსის ქვემოთ იწყება სტუპორი (გაშეშება, გაშტერება);
32-30.5 გრადუსი უკიდურესად გადაციების ზონაა, როდესაც სხეული კანკალით გათბობის მცდელობას წყვეტს. ამ დროს ხდება სისხლის გასქელება და ჟანგბადის მიწოდების შემცირება. ადამიანი ვეღარავის ცნობს და გონება მთლიანად ებინდება.
30.5-29.5 გრადუსზე ელექტრონული იმპულსები, რომლებსაც გულზე არსებული, გადაციებული ნერვული დაბოლოებები აგზავნის, არითმიული ხდება. გული სისხლის საერთო მოცულობის მხოლოდ 2/3-ის გადაქაჩვას ახერხებს. ჟანგბადის ნაკლებობა ჰალუცინაციებს იწვევს;
სხეულის ტემპერატურის დაახლოებით 29.5 გრადუსამდე დაცემის შემდეგ, სიკვდილი დგება.
რა თქმა უნდა, ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რამდენ ხანს იმყოფებით ყინვაში და რა პირობებში.
ისე კი, ცნობისთვის:
ზამთრის ჰაერი 30%-ით მეტ ჟანგბადს შეიცავს და ადამიანის ფილტვებსა და კანზე სასიკეთო გავლენას ახდენს. ყინულოვანი ჰაერი სასიკეთოდ მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე ადამიანებზეც.
წყარო: ფანთაიმი