თეგებით ძიება

იაპონიაში შექმნეს მედიკამენტი, რომელიც გრიპის ვირუსს 24 საათში კლავს

იაპონელმა ფარმაცევტებმა გრიპის საწინააღმდეგო პრეპარატის შექმნის შესახებ განაცხადეს, რომელსაც ვირუსის ერთი დღის განმავლობაში მოკვლა შეუძლია. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ის დღეს არსებულ ანალოგებთან შედარებით უფრო სწარაფად მოქმედებს და ერთჯერადი გამოყენებისთვისაა განკუთვნილი. პრეპარატი ჯერჯერობით ექსპერიმენტულია. იმ შემთხვევაში თუ იგი ცდებს გაუძლებს, აშშ-ში 2019 წელს გამოჩნდება.

გრიპის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი იარაღი მაინც ვაქცინაციაა, უკვე დავირუსებული ადამიანის სამკურანლოდ ბევრი პრეპარატი არ არსებობს, საქმე ისაა, რომ ძნელია იმ ვირუსზე გავლენის მოხდენა, რომელმაც მოასწრო და უჯრედებში შეაღწია. იაპონურმა კომპანია Shionogi-მ სიატუაციის შეცვლა გადაწყვიტა და აივ-ის წინააღმდეგ შექმნილი პრეპარატისას მიღებული გამოცდილებით იხელმძღვანელა.

ექსპერიმენტული პრეპარატი ვირუსზე ადრეულ ეტაპზე, მის ორგანიზმში გავრცელებამდე მოქმედებს. კვლევამ აჩვენა, რომ კომპანია Shionogi-ს მიერ შემუშავებულმა მედიკამენტმა გრიპის ვირუსი 24 საათში მოკლა. ის გაცილებით სწრაფია ბაზარზე ამ დროისთვის ხელმისაწვდომ ნებისმიერ ანალოგთან შედარებით. მაგალითად, იმავე დანიშნულების Tamiflu-ს გრიპის ვირუსის მოსაკლავად 3-ჯერ მეტი დრო სჭირდება. მკვლევართა განმარტებით, ვირუსის სწრაფად მოკვლა გარშემომყოფების დაინფიცირების რისკებს ამცირებს. რაც შეეხება დაავადების სიმპტომებს, მათი სრული აღმოფხვრისთვის ექსპერიმენტულ პრეპარატსაც იმდენი დრო სჭირდება, რამდენიც Tamiflu-ს.

მოცემული მომენტისთვის მედიკამენტზე ცდები ჯერ კიდევ მიმდინარეობს. 

წყარო


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა