იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა
იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში „ემიგრანტების არხის“ დამფუძნებელი შოთო სიხარულიძე ავრცელებს.
„გარდაიცვალა ქართველი ემიგრანტი. ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე ნებული მელქაძე, უკეთილშობილესი ქალბატონი, იტალიაში. (ფლორენციაში) მისი სიცოცხლისთვის ბრძოლა დასრულდა, დასრულდა უცხო მიწაზე... შენ ჩვენს გულებში სამუდამო ტკივილად დარჩები, მოგონებად გადაქცეული. ვინც გიცნობდა ყველას ემახსოვრები ისეთი, როგორიც იყავი უწინ, ლაღი, სიცოცხლის მოყვარული, თბილი გულკეთილი, შეუდარებელი და საამაყო, ემახსოვრებათ შენი სათნო, ლამაზი ღიმილი და გულის სითბო. მსუბუქი იყოს შენს გულზე დაყრილი მონატრებული საქართველოს მიწა“, - წერს შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში.