"ძალიან კარგი იქნება საქართველოშიც თუ გაგვიხარდება ამ მასშტაბის წარმატება“ - რას წერს მანო მურღულიას დედა "ნიკოს ბენდის” შესახებ? (ვიდეო)
იტალიის ერთ-ერთ ტელევიზიაში ქართულ მუსიკალურ ჯგუფზე „ნიკოს ბენდი“ სიუჟეტი მოამზადეს, სადაც დადებით კონტექსტში განიხილეს მათი ყველაზე პოპულარული სიმღერა „ქართული დისკო“.
აღნიშნულ ამბავს სოციალურ ქსელში ბენდის ერთ-ერთი წევრის, ტელეწამყვან მანო მურღულიას დედა გამოეხმაურა და შემოქმედებით გუნდს წარმატება მიულოცა.
"იტალიური ტელევიზია “ქართული დისკოს” შესახებ - რა თქმა უნდა, დადებით კონტექსტში. Manü Murghulia ს ნიშნავენ იტალიაში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები და ამაყობენ იმით, რომ ქართველები ასე დადებითად მოიხსენიეს.
მარტო ჩვენ შეგვიძლია ალბათ, იუმორისტული სიმღერა ისე შევასრულოთ, რომ საზღვრებს გარეთ ასეთი პოპულარული გახდეს, თუმც ეს პირველი პრეცედენტია ქართულენოვანი სიმღერის ამ მასშტაბით პოპულარობის… ყაზახეთში “ნიკოს ბენდის” გუშინდელ კონცერტზე, მაგალითად, ამ სიმღერის თითოეულ სიტყვას ზეპირად იმეორებდნენ…
გილოცავ, მანიუ და ვულოცავ მთელ შემოქმედებით ჯგუფს ამ დიდ წარმატებას.
პ.ს. ძალიან კარგი იქნება, საქართველოშიც თუ გაგვიხარდება ამ მასშტაბის წარმატება", - წერს მანო მურღულიას დედა.