თეგებით ძიება

7 ნიშანი, რომელიც ძუნწ ადამიანებს ამხელს

სიძუნწის ნიშანი №1

თუ პაემანზე მამაკაცი ყვავილების დიდი თაიგულით მოვიდა და რესტორანში სადილის ანგარიში გადაიხადა, კიდევ არ ნიშნავს, რომ ის გულუხვი ადამიანია. რატომ? იმიტომ, რომ შეიძლება მალე საყვედურებით აგავსოთ, რომ ცოტა ყურადღებას აქცევთ; გამუდმებით იწუწუნოს, რომ მისთვის დრო არასდროს გაქვთ და რაღაცებს უმალავთ. მას კი ყველაფრის ცოდნა უნდა! თუ თქვენი რჩეული ასეთი ადამიანია, ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ ის ძუნწია.

სიძუნწის ნიშანი №2

მაღაზიაში შესვლისას მზადაა, ყველაფერი იყიდოს, მაგრამ ეს ხომ სიძუნწე კი არა, მფლანგველობაა? ცდებით! მფლანგველობა სიხარბის/სიძუნწის მეორე მხარეა. ადამიანი ცდილობს შოპინგის, მოგზაურობის, რესტორანში სიარულის საშუალებით რაც შეიძლება მეტი დადებითი ემოცია „შეიძინოს“. ზოგჯერ ქალი გრძნობს, რომ ქმარს არ უყვარს და სულიერი ტკივილის ჩახშობას მაღაზიაში ფულის ფლანგვით და თავაწყვეტილი შოპინგით ცდილობს, რაც ასევე სიძუნწის გამოვლინებაა.

სიძუნწის ნიშანი №3

ძუნწი ადამიანი აუცილებლად აღნიშნავს, რომ მშობლებს მისთვის მეტის მიცემა შეეძლოთ, მაგრამ არ მისცეს. ის მუდმივად ჩივის, რომ ახლობელი ადამიანებისგან ყურადღება აკლია. მისთვის ყოველთვის, ყველაფერი ცოტაა. ის საკუთარი ცხოვრებით უკმაყოფილოა. ფიქრობს, რომ სხვები მასზე კარგად არიან და მათი შურს.

სიძუნწის ნიშანი №4

ზოგჯერ ადამიანისთვის დაგროვება სამყაროსთან ნივთების დახმარებით ურთიერთობის საშუალება ხდება. ნივთები არ ღალატობენ, არ გტოვებენ და არ იტყუებიან.

ვიღაც უმაღლესი განათლების დიპლომებს აგროვებს, ვიღაც ბინებს, ვიღაც კი გატეხილ გულებს და სასიყვარულ სურვილითაც კი საჭიროებით გამოვლინდეს. ასეთი ადამიანი მუდმივად ამტკიცებს, რომ სხვებზე ჭკვიანია.

სიძუნწის ნიშანი №5

მაღაზიაში იმაზე მეტი პროდუქტის შეძენა სურს, ვიდრე სჭირდება და იმაზე მეტს მიირთმევს, ვიდრე მისი კუჭი მოინელებს.

სიძუნწის ნიშანი №6

ცდილობს, სხვისი ნივთებით ისარგებლოს, საკუთარს კი გაუფრთხილდეს. სტუმრად ბევრს ჭამს და სიამოვნებით იყენებს მეზობლის ნივთებს.

სიძუნწის ნიშანი 7

ინფორმაციული ბულიმია - ახალი ამბების ან ფსიქოლოგების ლექციების მოსმენის აკვიატებული სურვილი, რისი შედეგიც, ერუდიციის ნაცვლად, აუთვისებელი ინფორმაციით გამოწვეული გულისრევის შეგრძნებაა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა