თეგებით ძიება

მეცნიერებმა დაადგინეს, რისი ყურება უყვართ ძაღლებს ტელევიზორით

ვისკონსინის უნივერსიტეტის ვეტერინარული სკოლის მეცნიერებმა დაადგინეს, რა ტიპის ტელეპროგრამები მოსწონთ ძაღლებს. ამის შესახებ Daily Mail-ი ჟურნალში Applied Animal Behavior Science გამოქვეყნებულ სამეცნიერო სტატიაზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ინფორმაციით, კვლევა აშშ-ში, კანადაში, დიდ ბრიტანეთსა და ავსტრალიაში, 1,3 ათასამდე ძაღლის მეპატრონის გამოკითხვით ჩატარდა. დადგინდა, რომ ძაღლები ყურადღებით აკვირდებიან ეკრანს, როდესაც მასზე გადის პროგრამები ცხოველების, კერძოდ კი ძაღლების შესახებ. ასევე, დიდ ინტერესს იწვევს გადაცემები ველური ცხოველების, კატების, ძროხებისა და ცხენების შესახებ.

გამოკითხულთა 76%-მა აღნიშნა, რომ მათი ძაღლები „სიამოვნებით“ უყურებენ მულტფილმებს, ბევრს „სკუბი-დუ“ მოსწონს. ამასთან, ძაღლები სპორტული მატჩებისადმი ავლენენ ინტერესს, როდესაც მათში ბურთია გამოყენებული. რესპონდენტთა 18% ამტკიცებს, რომ მათ ცხოველებს ვიდეოთამაშებიც მოსწონთ.

კვლევას სხვა მიზანიც ჰქონდა - ძაღლების მხედველობის შემოწმების სისტემის გაუმჯობესება. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ დღეს მოქმედი მეთოდი არაეფექტურია. ისინი მიიჩნევენ, რომ ძაღლებისთვის ყველაზე საინტერესო კონტენტის გამოვლენა მომავალში ამ სისტემის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

წყარო : Imedi News


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა