იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა
იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა.
ამის შესახებ ფეისბუკის გვერდზე ინფორმაციას, ფლორენციის წმ.ნინოს სამრევლო ავრცელებს.
"გარდაიცვალა ჩვენი ძვირფასი ადამიანი, ჩვენი სამრევლოს ერთგული წევრი ნებული მელქაძე. ვუსამძიმრებთ მის ოჯახს და მეგობრებს. უფალმა სასუფეველი დაუმკვიდროს მის უკვდავ სულს. გთხოვთ მოიხსენოთ ლოცვებში მისი უკვდავი სული", - წერიან განცხადებაში.