მომდევნო რამდენიმე თვე უკრაინისთვის კრიტიკული იქნება - ჯონ კირბი
აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ მომდევნო რამდენიმე თვე უკრაინისთვის კრიტიკული იქნება.
თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე ჯონ კირბიმ აღნიშნა, რომ რუსები აგრძელებენ უკრაინაზე თავდასხმას დრონებითა და რაკეტებით, ამიტომ უკრაინის სარდლობას ახლა უწევს რთული გადაწყვეტილებების მიღება იმის შესახებ, თუ რომელი იარაღი და საბრძოლო მასალა გამოიყენონ, ვინაიდან "მათ არ იციან, როდის მიიღებენ იარაღის შემდეგ პარტიას".
ჯონ კირბიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია ორიენტირებულია უკრაინის გამარჯვებაზე.
"ჩვენ გვსურს, გავაგრძელოთ უკრაინისათვის იმ მხარდაჭერის მიწოდება, რომელიც მას სჭირდება ამ შედეგების მისაღწევად", - დასძინა მან.