თეგებით ძიება

ძლიერი ყინვა, თოვლი და ნისლი - ამინდი მკვეთრად გაუარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ მოქალაქეებს აფრთხილებს.

სინოპტიკოსების პროგნოზით, 24 იანვრის ჩათვლით, აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თოვლი, ზოგან – ძლიერი, ნისლი, გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ სადენებზე შემოყინულობა.

„დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესებისა და ლიპყინულის გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა“, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა