10 ნაბიჯი, რომ ვიპოვოთ საკუთარი თავი
განსაზღვრეთ ცხოვრების საკუთარი ქრონოლოგია.
ჩამოწერეთ ყველა თქვენი ცხოვრებისეული მნიშვნელოვანი მიზანი, რომელსაც უკვე მიაღწიეთ და რომლისთვისაც უბრალოდ იბრძვით. მეორე მხრივ, ჩამოწერეთ ყველა ის მოვლენა თქვენს ცხოვრებაში, რაც უკვე მოხდა და რამაც გავლენა მოახდინა თქვენზე. როდესაც ცხოვრებაში პრობლემები გხვდებათ, ის აყალიბებს ღირებულებების სისტემას და გვაიძულებს შევცვალოთ ჩვენი აზროვნება. დაუთმეთ დრო და აღწერეთ წარსულის მოვლენები ქრონოლოგიურად.
გამოყავით საკუთარი აზრები სხვებისგან.
დაფიქრდით, რას ფიქრობთ, რა არის კარგი და რა ცუდი - არ მიიღოთ სხვისი აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით. მიჰყევით საკუთარ ინტუიციას.
დაიწყეთ თქვენს ძლიერ მხარეებზე დაყრდნობა.
თავდაჯერებულობა არის თქვენი „მე“-ს პოვნის გასაღები. თუ არ გაქვთ მაღალი თვითშეფასება, თქვენ მუდმივად უსმენთ სხვებს. გახსოვდეთ, იყავით მომთმენი და საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული. ყველაფერი დროთა განმავლობაში მოვა.თუ წარსულში იყავით ძალადობის, თავდასხმის ან სხვა რამის მსხვერპლი, ყველა ეს საკითხი უნდა მოგვარდეს. ეს პრობლემები თავისით არ გაქრება. ისინი მუდმივად მოახდენენ გავლენას თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე, რის გამოც თქვენ უნდა იცხოვროთ თქვენი რწმენის მიხედვით.
დაიწყეთ ყველაფერი ნულიდან.
შეიმუშავეთ მორალური ფასეულობების საკუთარი სისტემა და მუდმივად დაიცავით იგი. მოიშორეთ თქვენი ცხოვრების მანკიერებები (ყველა ქმედება თუ ჩვევა, რომელიც თქვენს შინაგან მეს საშუალებას არ აძლევს რეალურად იფიქროთ მნიშვნელოვან საკითხებზე). შეწყვიტეთ მოწევა, ზედმეტი ჭამა და ჭარბი სასმელის მიღება.
მოაწყვეთ სამყარო თქვენ გარშემო.
როცა ხვდებით, რომ თქვენი ყველა საქმე წესრიგშია, საკუთარი თავის შეცნობის გზა ღიაა. ასე რომ, გაასუფთავეთ თქვენი ოთახი. შეასრულეთ ყველა თქვენი დავალება. მოაგვარეთ კონფლიქტი მეგობართან. თუ გზიდან ყველა დაბრკოლებას მოიცილებთ, გექნებათ დრო, გააცნობიეროთ საკუთარი თავის არსი. ყველას გვაქვს საბაბი, თუ რატომ არ ვვითარდებით იმაში, რისი განვითარებაც გვსურს – ეს შეიძლება იყოს ფული, სწავლა, სამუშაო, ურთიერთობები. თუ შრომისმოყვარე ფუტკარი ხართ, მაინც გამონახეთ დრო, რომ დასხდეთ და ყველაფერი მოაწესრიგოთ.
მოძებნეთ მენტორი.
მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ იპოვოთ საკუთარი თავი და მხოლოდ თქვენ განსაზღვრავთ თქვენს საჭიროებებს, მენტორი დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ ზედმეტი დაბრკოლებები თქვენს გზაზე. მოძებნეთ ადამიანი, ვისაც ენდობით და ვინც კარგად იცის ფსიქოლოგია, თუ როგორ მოხვედით აქამდე. მხარდაჭერა არის ნებისმიერი სახის თვითგაუმჯობესების გასაღები.
ჩამოაყალიბეთ კარიერა.
თუ ყოველთვის ეძებთ „სწორ“ სამუშაოს, დიდია შანსი, რომ გულით უკმაყოფილო ხართ და თქვენი პოტენციალის რეალიზების შეუძლებლობას ამართლებთ სამუშაოს ხშირად შეცვლით. იმისთვის, რომ იპოვოთ საკუთარი თავი, უნდა გიყვარდეთ თქვენი საქმე. გარკვეული დრო დაუთმეთ თავისუფალ ასოციაციას. იფიქრეთ იმაზე, რა მოგწონთ და რა არა, იფიქრეთ სხვა საკითხებზე, რაც ერთდროულად მოგივათ თავში. ჩაწერეთ ყველაფერი. შემდეგ გადახედეთ ასოციაციების ჩამონათვალს.
ნუ ეცდებით ყველას ასიამოვნოთ.
ზოგიერთი ადამიანი ცუდად გექცევათ, მნიშვნელოვანია, რომ არ შეამჩნიოთ მათი მოსაზრებები, რადგან ყველას არ შეიძლება მოეწონოთ. სანამ არ შეწყვეტთ ცხოვრებას სხვების იდეების მიხედვით, ვერასოდეს გაიგებთ ვინ ხართ სინამდვილეში. გაითვალისწინეთ, რომ როდესაც თქვენ შეცვლით თქვენს ცხოვრებას, შეიყვარებთ საკუთარ თავს.
მოერიდეთ ნეგატივს.
საბედნიეროდ, ამის გაკეთება უფრო ადვილია, ვიდრე ფიქრობთ! შეამცირეთ თქვენი ნეგატიური შეფასებები - სხვების, საგნების და საკუთარი თავის შესახებ. ამის ორი მიზეზი არსებობს:
პოზიტიურობას შეუძლია დაგეხმაროთ ბედნიერების განცდაში, რომელიც იმალებოდა ყოველდღიური ცხოვრების ნიღბის ქვეშ;
თქვენი გონების გახსნით ახალი შეგრძნებებისა და ახალი ადამიანებისთვის (რომლებსაც ადრე არ უშვებდით), თქვენ აღმოაჩენთ ახალ სამყაროს, რომელიც უკეთესს გაგხდით.
დაუსვით საკუთარ თავს კითხვები.
დაუსვით საკუთარ თავს რთული კითხვები, რომლებიც გაიძულებთ, უფრო ფართოდ შეხედოთ საკითხებს, ვიდრე ადრე. რაც მთავარია, ჩაწერეთ ამ კითხვებზე პასუხები. ძალიან ადვილია ამ ფიქრების "დაკარგვა" საზრუნავის მიღმა. თუ ყველაფერს ჩაწერთ, თქვენ შეძლებთ გადახედოთ თქვენს შენიშვნებს, კიდევ გადადგათ ნაბიჯი წინ და აღარ მოგიწევთ ერთსა და იმავე კითხვებზე პასუხის გაცემა მუდმივად. შეინახეთ ისინი ნოუთბუქში, რათა ადვილად ჩაწეროთ და განაახლოთ სადაც არ უნდა იყოთ.