თეგებით ძიება
23. 01. 2024 მსოფლიო

აფხაზეთი თევზჭერის მასშტაბების გაზრდის გამო ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დგას

აფხაზეთში ზამთრის თევზჭერის სეზონის პიკია და ამის პარალელურად, დე ფაქტო მთავრობა გეგმავს, რომ ქაფშიას მოპოვების კვოტა გაზარდოს. ამის შესახებ, აფხაზურ სოციალურ ქსელებში მოსახლეობა შეშფოთებას გამოთქვამს, ვინაიდან მაღალჩინოსნები გარემოს უსაფრთხოებას, მოგებისთვის ღიად წირავენ. ქაფშიას განადგურება, ექსპერტთა აზრით, კატასტროფადაც კი შეიძლება იქცეს მთელი ზღვის ფაუნისთვის.

JAM news-ის ინფორმაციით, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ, ზამთრის სათევზაო სეზონის დაწყებამდე თევზის კომპანიებისთვის ქაფშიას მოპოვების საერთო კვოტა დააწა. განასაზღვრული რაოდენობაა 27 ათასი ტონა. გასული წლის დეკემბრის დასაწყისიდან ამ დრომდე, განსაზღვრული რაოდენობა უკვე დაიჭირეს, დე ფაქტო მთავრობამ კი გადაწყვიტა, რომ თევზჭერის ლიმიტი 25 ათასი ტონით გაზარდოს.

„ჩვენი ეკოლოგები და ასევე აზოვი-შავი ზღვის ინსტიტუტის ეკოლოგები გვირჩევენ, რომ თევზჭერა კიდევ 25 ათასი ტონით გავზარდოთ. მინისტრთა კაბინეტს ჯერ არ დაუმტკიცებია ეს გადაწყვეტილება. ჩვენ სოფლის მეურნეობის სამინისტროში ვამზადებთ დოკუმენტებს მთავრობისთვის, რათა მოხდეს მისი დამატკიცება“, - განაცხადა დე ფაქტო მთავრობის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბესლან ჯოპუამ.

აღსანიშნავია, რომ აფხაზეთში აკრძალულია უმი თევზის ექსპორტი, შესაბამისად, ყველა დაჭერილი თევზი, ადგილობრივ გადამამუშავებელ საწარმოებში იყიდება. ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სულ რვა ასეთი საწარმოა განთავსებული, რომელთა სიმძლავრეც დასაშვებ 27 ათას ტონაზე, გაცილებით დიდი მოცულობის თევზის დასამუშავებლადაა გათვლილი, შესაბამისად, არსებობს იმის საფუძვლიანი ეჭვი, რომ კვოტის გაზრდის მოთხოვნის უკან, საწარმოთა მფლობელები აქტიურობენ და ლობირებენ.

ადგილობრივი მოსახლეობის პრეტენზია, თევჭერისა და თევზის ქარხნების მუშაობასთან დაკავშირებით მრავალპროფილურია, რადგან ქარხნები ზღვის სანაპიროებზეა განლაგებული და ისინი ნარჩენებს ზღვაში ყრიან, რის გამოც, ფსკერი ცხიმოვანი ფენით იფარება.

წყარო : bpn.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა