13 წლის გოგოს გაუპატიურებაში ბრალდებულ ბიძას პატიმრობა შეეფარდა
გურჯაანის რაიონული სასამართლომ 13 წლის გოგოს გაუპატიურებაში ბრალდებულ ბიძას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. სხდომა მედიისთვის დახურული იყო.
არსებული ინფორმაციით, ბრალდებული ამ დრომდე კახეთის ერთ-ერთ კლინიკაში, მართვით სუნთქვაზე, კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება.
შეგახსენებთ, რომ 18 იანვარს, გურჯაანის რაიონში, ერთ-ერთი ფერმის ტერიტორიაზე, მამიდის ქმარმა 13 წლის მოზარდი გააუპატიურა. ამბის გახმაურების შემდეგ მოძალადე გოგონას მეორე ბიძამ დაჭრა. აღკვეთის სახით მასაც წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.
გაუპატიურებაში ბრალდებულის წინააღმდეგ კი გამოძიება სსკ-ის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით (გაუპატიურება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.