თეგებით ძიება
23. 01. 2024 მსოფლიო

აშშ-ში უამინდობის შედეგად 90 ადამიანი დაიღუპა

აშშ-ში თოვლსა და ძლიერ ქარიშხალს ებრძვიან. ამინდის გაუარესების შედეგად, 90 ადამიანი დაიღუპა. მოსახლეობის დიდი ნაწილი, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ელექტროენერგიის გარეშე რჩება. ჰაერის ტემპერატურა ზოგიერთ დასახლებულ ტერიტორიაზე -34°C-მდე დაეცა.

დაღუპულთა ყველაზე დიდი მაჩვენებელი ტენესისა და ორეგონის შტატებში იყო. გარდაცვალების შემთხვევები ასევე დაფიქსირდა ილინოისში, პენსილვანიაში, მისისიპიში, ვაშინგტონში, ნიუ-იორკში, ნიუ ჯერსიში და ა.შ.

გასულ ოთხშაბათს, პორტლენდში სამი ადამიანი მას შემდეგ დაიღუპა, რაც ძლიერი ქარის შედეგად ელექტროგადამცემი ხაზი ჩამოვარდა და მანქანას დაეცა. მისისიპიში, ოფიციალური პირები მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ და სთხოვენ, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში გამოვიდნენ გარეთ. შტატის კოლეჯებსა და უნივერსიტეტებში სწავლა შეჩერებულია.

სინოპტიკოსების თქმით, მსგავსი ამინდები შუა კვირამდე გაგრძელდება. მეტეოროლოგები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ თბილმა ჰაერმა და წვიმამ შეიძლება წყალდიდობა გამოიწვიოს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა