ხმაურიანი გამოსახლება კეკელიძის N1-იდან - ვინ არის სკანდალური მევახშე?
ვინ არის მევახშე, დარეჯან დვალი საჩხერიდან, რომლის გამოც დღეს კეკელიძის ქუჩაზე ხუთ სულიანი ოჯახი უსახლკაროდ დარჩა, ათობით მოქალაქე კი პოლიციამ დააკავა და ცემა.
"ტვ პირველის" ინფრომაციით, 68 წლის კერძო იპოთეკარი თბილისში 6 ბინის მფლობელია, მის სახელზეა რეგისტრირებული საჩხერის რაიონში 7 მიწის ნაკვეთიც.
დღეს დაწყებული სპეცოპერაცია კი კეკელიძის ქუჩაზე 20 ადამიანის დაკავებით დასრულდა-ორს რამდენადმე წლიანი ციხე ემუქრება. ბრალდებულებს შორის არიან ჟურნალისტები და აქტივისტები.