ავარია კახეთში, არიან დაშავებულები
თელავში , ავარიის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. შემთხვევა თელავი- გურჯაანის დამაკავშირებელ მაგისტრალზე მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლი სავარაუდოდ, მაღალი სიჩქარით გადაადგილდებოდა, რა დროსაც საჭე ვერ დაიმორჩილა და რკინის კონსტრუქციას შეეჯახა.
დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის ერთ- ერთ საავადმყოფოში გადაიყვანა.
ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ ექსპერტები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.