"მემუქრებოდა, რომ თუ არ გავუგზავნიდი შიშველ ფოტოებს, სკოლასთან დამხვდებოდა და მცემდა" - 13 წლის გოგონას ჩვენება, რომლის მიმართ გარყვნილი ქმედებისთვის სამხედრო დააკავეს (ვიდეო)
სპეციალური საგამოძიებო სამსახურმა გუშინ უმძიმესი ამბავი გაავრცელა. უწყების თანამშრომლებმა 23 წლის ჯარისკაცი დააკავეს, რომელსაც ბრალი 13 წლის გოგონას პირადი ცხოვრების ხელყოფის, სექსუალური ხასიათის ქმედების იძულებისა და გარყვნილი ქმედებისთვის წარუდგინეს.
ბრალდებულმა არასრულწლოვანი 2023 წლის სექტემბერში სოციალური ქსელით გაიცნო, რომელსაც Facebook-ით საუბრისას, შიშველი სხეულის ამსახველ ფოტო/ვიდეო კადრების გადაღება და გაგზავნა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში სკოლასთან დახვედრით და ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრა.
ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, მობილურ ტელეფონში ნანახი იქნა არასრულწლოვნის ინტიმური შინაარსის ფოტო/ვიდეო მასალა.
"კურიერმა" არასრუწლოვანი გოგოს ჩვენება მოიპოვა, რომელიც მის მიმართ განხორციელებულ უმძიმეს დანაშაულს აღწერს. საქმის მთავარი მტკიცებულება დაკავებულის მობილური ტელეფონია, სადაც გამომძიებლებმა არასრულწლოვნის ინტიმური შინაარსის ფოტო და ვიდეო მასალა, ასევე მუქარის შემცველი მიმოწერა იპოვეს. გამოძიება არ გამორიცხავს, რომ 23 წლის მამაკაცი ამ მეთოდით სხვა არასრულწლოვნებსაც აშანტაჟებდა, რის გამოც, შესაძლოა, დაზარალებულთა წრე გაიზარდოს.
"მემუქრებოდა, რომ თუ არ გავუგზავნიდი შიშველ ფოტოებს, სკოლასთან დამხვდებოდა და მცემდა. შემეშინდა, მართლა რამე არ დაეშავებინა ჩემთვის და იძულებული გავხდი, გადამეღო შიშველი ფოტოები და გამეგზავნა მისთვის. შემდეგ ჯერზე მემუქრებოდა, დედაშენს ვაჩვენებ რაც გამომიგზავნე, თუ ისევ არ გადაიღებ ისეთ ვიდეოებს, როგორსაც მე გეტყვიო" - ნათქვამია ჩვენებაში.
"ემუქრებოდა, რომ გადაეღო მისთვის სასურველი ვიდეოები, მათ შორის კბილის ჯაგრისის გამოყენებით გადაეღო ისეთი სახის ვიდეო, რაც თავად სურდა. წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრებოდა, რომ სკოლასთან დახვდებოდა და ფიზიკურად გაუსწორდებოდა", - ამბობს საქმის გამომძიებელი.