თეგებით ძიება

აღსრულების ბიურომ დღეს ჩანიშნული გამოსახლება გადადო

აღსრულების ეროვნულმა ბიურომ დღეს ჩანიშნული გასახლება გადადო. მოქალაქეები და აქტივისტები ამ წუთებში შეკრებილები არიან თბილისში, ცოტნე დადიანის 259 ნომერში, საიდანაც კაკიაშვილების ოჯახის გამოსახლება იყო დაგეგმილი.

ადგილზე შეკრებილები გუშინ დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას ითხოვენ.

ომის ვეტერანი, სოციალურად დაუცველი, მარტოხელა დედა ამბობს, რომ გამოსახლების შემდეგ ღია ცის ქვეშ დარჩება. ოჯახის მხარდასაჭერად მივიდნენ ომის ვეტერანები და სკოლის მოსწავლეებიც.

გუშინ, კეკელიძის ქუჩაზე აღსრულების ბიუროს თანამშრომლები ხატიაშვილების ოჯახის სახლიდან გამოსახლებას რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდნენ. პოლიციას ადგილობრივი მოსახლეობა და აქტივისტები დაუპირისპირდნენ. ადგილზე 20 ადამიანი დააკავეს, მათ შორის ჟურნალისტებიც. ორი მათგანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა