კარიერული კრიზისის დაძლევა
მოემზადეთ პოტენციური ცვლილებებისთვის
ეცადეთ, თქვენი უარყოფითი ემოციები უკანა პლანზე გადაიტანოთ. იფიქრეთ არა იმაზე, რაც არ მოგწონთ, არამედ იმაზე, რაც გსურთ. შეადგინეთ კონკრეტული სურვილების სია - ჩამოთვალეთ მასში არსებული ყველა მნიშვნელოვანი პუნქტი. მაგალითად, ხელფასის დონე , სასურველი ამოცანების სია და ა.შ. ბევრად გაგიადვილებთ გამოსავლის პოვნას. თქვენ უნდა გააცნობიეროთ ცვლილების საჭიროება, ამის გარეშე რთული იქნება კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა.
გაანალიზეთ სიტუაცია და მიიღეთ გადაწყვეტილება
უპასუხეთ (სასურველია წერილობით) რამდენიმე კითხვას თქვენი სამუშაოს შესახებ, ეს დაგეხმარებათ განსაზღვროთ:
რა მოგწონთ თქვენს ამჟამინდელ სამსახურში;
რა არ მოგწონთ ;
როგორ შეცვალოთ ის, რაც არ მოგწონთ.
გაანალიზეთ თქვენი პასუხები და შეადარეთ შედგენილი სურვილების სიას. შესაძლოა, მხოლოდ რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა დაგჭირდეთ, რომ სასურველი საქმე აკეთოთ. თქვენ უნდა ისწავლოთ ახალი რამ, არ შეგეშინდეთ გარისკვის, რომ სცადოთ საკუთარი თავი სხვადასხვა მიმართულებით. განვითარება არის არა მხოლოდ კარიერიერაში წინსვლა, არამედ პროფესიული ზრდა. მაგალითად, სამუშაოს შეცვლის გარეშეც კი შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი პროექტი იმავე კომპანიაში ან გახდეთ მენტორი. ეს დაგეხმარებათ თავი დააღწიოთ სტაგნაციის განცდას და შეხედოთ ჩვეულ საქმიანობას ახალი კუთხით.
მხარდაჭერის მიღება
თუ საბოლოოდ მაინც გადაწყვეტთ, რომ გლობალური ცვლილებები გარდაუვალია, აუცილებლად მიიღეთ ოჯახის, მეგობრების ან თუნდაც კოლეგების მხარდაჭერა. ზოგჯერ რთულია მარტო გადადგათ სერიოზული ნაბიჯი. განიხილეთ სიტუაცია საყვარელ ადამიანებთან, ისაუბრეთ თქვენს შეხედულებებზე და მოუსმინეთ რას ფიქრობენ ამაზე. ამავდროულად, ნუ უგულებელყოფთ საწინააღმდეგო არგუმენტებს, ისინი ასევე სასარგებლოა, რადგან ხელს უწყობენ რისკების იდენტიფიცირებას და წინასწარ ფიქრს შესაძლო პრობლემების გადაჭრაზე.
შეადგინეთ მკაფიო გეგმა
დასაწყებად მნიშვნელოვანია მიზნების ჩამონათვალი და მათი მიღწევის დეტალური გეგმა. იდეალურ შემთხვევაში ყველაფერი ისე უნდა გამოიყურებოდეს, როგორც დროის ხარისხის მართვის სისტემაში: დღის, კვირის, თვის და წლის გეგმა. რაც უფრო მეტად აღწერთ ამ პუნქტებს, მით უფრო ადვილი იქნება მათი განხორციელება. თვითგანვითარება უნდა იყოს თქვენი გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილი. შეიძინეთ ახალი პროფესიული უნარები, შეისწავლეთ ბაზრის ტენდენციები, გაზარდეთ თქვენი პირადი ეფექტურობა - ეს ყველაფერი დაგეხმარებათ ცვლილებების გზაზე სერიოზული წარმატების მიღწევაში და თავდაჯერებულობას მოგანიჭებთ.