თეგებით ძიება
24. 01. 2024 მსოფლიო

ისრაელი და ჰამასი ერთი თვით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ

Reuters-ის ცნობით ისრაელი და ჰამასი მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ ერთი თვით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ძირითად საკითხებზე შეთანხმდნენ. ამ ინფორმაციას Reuters-ი ისრაელის მაღალი თანამდებობის პირების მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. 

წყაროს ცნობით, კონფლიქტის მხარეები მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ ცეცხლის შეწყვეტაზე დიდწილად შეთანხმებულები არიან, თუმცა ჯერ კიდევ არაა დადგენილი შეთანხმების დეტალები. გავრცელებული ინფორმაციით, მოლაპარაკებების პროცესში აქტიურად არიან ჩართულები კატარის, აშშ-ს და ეგვიპტის წარმომადგენლები. 

მოლაპარაკებების ბოლო ეტაპი ისრაელსა და ჰამასს შორის 28 დეკემბერს დაიწყო და წყაროების ცნობით ჰამასი ისრაელს თავდაპირველად რამდენიმე თვით ცეცხლის შეწყვეტას სთავაზობდა, რაც ისრაელისთვის მიუღებელი იყო. 22 იანვარს ისრაელელი ტყვეების ოჯახის წევრები ქნესეთში შეიჭრნენ და დაჟინებით ითხოვდნენ ჰამასის ტყვეობაში მყოფი ოჯახის წევრების გათავისუფლებას. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა