თეგებით ძიება

რატომ უნდა დალიოთ ჩაი ყოველდღე ?

ჩაი სასარგებლოა გულისთვის

როგორც მწვანე, ისე შავი ჩაი დიდი რაოდენობით ფლავონოიდებს (მცენარეთა პიგმენტები) შეიცავს, თუმცა მათი რაოდენობა განსხვავებულია. მაგალითად, მწვანე ჩაი ბევრად მეტი რაოდენობის ეპიგალოკატექინ გალატს (EGCG) შეიცავს, ხოლო შავი ჩაი თეაფლავინის მდიდარი წყაროა. ითვლება, რომ მწვანე და შავი შემადგენლობაში შემავალი ფლავონოიდები გულისთვის თანაბრად სასარგებლოა. კვლევებმა ასევე დაადასტურა, რომ ორივე ჩაი ხელს უწყობს LDL (ცუდი) ქოლესტერინის და ტრიგლიცერიდების შემცირებას.

კვლევებმა ასევე დაადასტურა, რომ დღეში 1-3 ფინჯანი ჩაის დალევა გულის შეტევის რისკს 19%-ით, ხოლო ინსულტის რისკს 36%-ით ამცირებს. ანალოგიურად, დღეში სულ მცირე, 3 ჭიქა შავი ჩაის დალევამ შეიძლება გულის დაავადების რისკი 11%-ით შეამციროს.

ჩაი სასარგებლოა ტვინისთვის

როგორც მწვანე, ისე შავი ჩაი ცნობილ სტიმულატორს - კოფეინს შეიცავს, თუმცა მწვანე გაცილებით ნაკლებს, ვიდრე შავი.

კოფეინი ასტიმულირებს ნერვულ სისტემას და ხელს უწყობს განწყობის გამაძლიერებელი დოფამინისა და სეროტონინის გამოთავისუფლებას. ამიტომ, ნებისმიერი ფერის ჩაის სიფხიზლის გაზრდა, განწყობის ამაღლება, რეაქციისა და მეხსიერების გაუმჯობესება შეუძლია.

მწვანე და შავი ჩაი ასევე შეიცავენ ამინომჟავას L-theanine, რომელიც ყავაში არ არის. მიიჩნევა, რომ L-theanine კოფეინის ეფექტს აბალანსებს.

მწვანე ჩაის სარგებლობა

მწვანე ჩაი დიდი რაოდენობით ძლიერ ანტიოქსიდანტს - EGCG შეიცავს, რომელიც კიბოს და ალცჰაიმერის დაავადების რისკს ამცირებს. ასევე ხსნის დაღლილობას, იცავს ღვიძლს და ამშვიდებს ნერვულ სისტემას.

შავი ჩაის სარგებლობა

შავი ჩაი შეიცავს ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თეაფლავინს შეიცავს, რომელიც მხოლოდ ჩაის ჟანგვის პროცესში წარმოიქმნება. კვლევის შედეგების თანახმად თეაფლავინები სისხლძარღვებში თრომბების წარმოქმნის საფრთხეს ამცირებენ. მათ ცხიმის დაშლა და ზედმეტ წონასთან ბრძოლაც კი შეუძლიათ.

რომელი ჩაი უფრო სასარგებლოა - მწვანე თუ შავი?

მწვანე და შავი ჩაი ჯანმრთელობისთვის თანაბრად სასარგებლოა. მიუხედავად იმისა, რომ მწვანე ჩაი უფრო ძლიერ ანტიოქსიდანტებს შეიცავს, ამა თუ იმ ტიპის ჩაის უპირატესობა დადგენილი არაა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა