ნიკო ფიროსმანის კიდევ ერთი ფერწერული ნამუშევარი აღმოაჩინეს
ნიკო ფიროსმანის კიდევ ერთი ფერწერული ნამუშევარი აღმოაჩინეს.
ხელოვნების მუზეუმის ექსპერტიზის ლაბორატორიამ კერძო კოლექციის ფერწერულ ნამუშევარს - „ირემი“ - საექსპერტო კვლევა ჩაუტარა და დაადასტურა, რომ ნამუშევარი ფიროსმანს ეკუთვნის.
კვლევა ირაკლი ფარჯიანის სახელობის ლაბორატორიაში ჩატარდა. ამიერკავკასიაში პირველი ხელოვნების ნიმუშების კვლევისა და ექსპერტიზის სახელმწიფო ლაბორატორია 2023 წლიდან ფუნქციონირებს. ლაბორატორიის შექმნის უმთავრესი მიზანია საქართველოსა და ამიერკავკასიის რეგიონში ხელოვნების ნიმუშების კომპლექსური საექსპერტო კვლევების ჩატარება და ნამუშევრების ავთენტიკურობის დადგენა.